პორტუგალიელს კარანტინში არ მოათავსებენ – რონალდო იტალიაში მომდევნო კვირას დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მომავალ კვირას აპირებს იტალიაში დაბრუნებას.

იტყობინებიან, რომ პორტუგალიელი და კლუბის დანარჩენი ლეგიონერები არ გაივლიან 14-დღიან კარანტინს, რათა რაც შეიძლება სწრაფად შეუდგნენ ვარჯიშს. სანამ ეს მოხდება, „იუვენტუსი“ ყველა მოთამაშეს კორონავირუსზე შეამოწმებს. იგეგმება თითოეული ფეხბურთელისთვის ორი ტესტის ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ რონალდო ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება კუნძულ მადეირაზე.

სამშაბათს, სერია A-ს კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ჩემპიონატის განახლებას. ახლა, ისინი ელოდებიან იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას.

მსგავსი თემები