ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა​, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 27 აპრილიდან ასევე სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა.

„გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები