თვითდასაქმებულებს სახელმწიფო 300 ლარით დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო თვითდასაქმებულ ადამიანებს მოქალაქეებს ერთჯერადად დაეხმარება.

„ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით” – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისივე თქმით, ამ ღონისძიების ბიუჯეტი 75 000 000 ლარი იქნება. 

მსგავსი თემები