ქუთაისში გამოკვლეულ კიდევ 36 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 პირის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა განაცხადა.

არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, გამოკვლეულებს შორის 18 საავადმყოფოს მედპერსონალია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „ცხელების ცენტრს“ ცხრა პაციენტმა მიმართა.

მათ ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გზავნიან.

ასევე გეგმურად იკვლევენ კიდევ 12 მედიკოსს. ანალიზების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები