2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკი 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს. Asian Development Outlook 2018 -ის ფარგლებში გაკეთებული პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეს მაშინ, როდესაც 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 5% იყო. ინფორმაციას GBC.ge ავრცელებს.
აზიის განვითარების ბანკში ფიქრობენ, რომ საპენსიო და კაპიტალის ბაზრის კუთხით დაგეგმილი რეოფრმები, რომლებიც ქვეყანაში 2018 წლის მეორე ნახევრიდან გატარდება, დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს.
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2018 წელს მრეწველობა 5.4%-ით გაიზრდება,ეს კი 2019 წელს 5.8%- მდე დაჩქარდება. მომსახურების სექტორში 4.5%-იანი ზრდა იქნება; სოფლის მეურნეობაში კი, სამთავრობო პროგრამების დახმარებით, ზრდა 2.1% იქნება.

მსგავსი თემები