„კოვიდ 19″-ით ინფიცირებულ ახალგაზრდა პაციენტებთან გამოვლინდა ინსულტი“- იწვევს თუ არა კორონავირუსი ინსულტს?

ნერვოლოგების მოსაზრებით, კორონავირუსის ფონზე ხშირია ნერვიული დაავადებების განვითარება. სპეციალისტები კვლევებს ეყრდნობიან და თვლიან, რომ ნერვიული დაავადებები განსაკუთრებით ფართოდ დაავადების პროგრესირების დროს ვლინდება. ნერვოლოგი სანდრო ცისკარიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ფონზე გახშირებულია პაციენტებში შფოთვაც.

„თვითონ “კორონავირუსი” გარკვეულ შემთხვევებში იწვევს ნერვოლოგიურ დაავადებებს. კვლევებით აღმოჩნდა, რომ 35 – 55% – მდე ნერვული გამოვლინებები ამ დაავადებას ახასიათებს, მძიმე შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს მკვეთრი დაქვეითება ცნობიერებისაც. ეს ნერვოლოგიური გამოვლინებები ხდება დაავადების გაშლილ სტადიაზე. სულ რამოდენიმე ხნის წინ გამოჩნდა ახალი მონაცემები, აღმოჩნდა, რომ “კოვიდის პაციენტებს” ამერიკის ერთ-ერთ დიდ “კოვიდის მიმღებ” კლინიკაში  განუვითარდათ ინსულტი. სულ დაფიქსირებულია 5 ასეთი შემთხვევა ახალგაზრდა “კოვიდ პაციენტებში”, თუმცა მცირე შემთხვევათა სერიები არ გვაძლევს საშუალებას მყარი დასკვნების გაკეთებისთვის. ჯერ კიდევ კვლევის საგანია ეს ინსულტის შემთხვევები იყო კოვიდის ბრალი თუ უბრალოდ დაემთხვა,“ – განაცხადა ნერვოლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ.

მსგავსი თემები