იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.

სოფელ ღვანკითში მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში მასთან ერთად მისი ოჯახის სამი წევრია მოთავსებული.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-19-ით 24 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი თემები