არის თუ არა უსაფრთხო სუფთა ჰაერზე სეირნობა – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

“ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი, არის თუ არა უსაფრთხო სუფთა ჰაერზე სეირნობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გარეთ გასვლას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისგან დისტანცირებულები ვიყოთ.

“გაჩნდა რაღაც ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა მაინცდამაინც უსაფრთხო არ არის. განსაკუთრებით თუ დარბიან, ან ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ. მოსაზრებებია, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა არ არის უსაფრთხო და კარგია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ამის დასტური არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – გარეთაც და შიგნითაც, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი. გასეირნების გარეშე ადამიანები ვერ გაძლებენ, უნდა ისეირნოთ გარეთ, მაგრამ თქვენ და თქვენი შვილები უნდა იყოთ სხვებისგან დისტანცირებულები. არ არის აუცილებელი ჯგუფებად ისეირნოთ გარეთ ყოფნის დროს,”- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა

მსგავსი თემები