ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 73 წლის მამაკაცი განიკურნა, რომელსაც „კოვიდ 19“-ის თანმხლებად სიმსივნური დაავადება აქვს.
ის კლინიკას ხვალ დატოვებს.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა.