დუშეთში გარდაცვლილი ტურისტები იპოვეს, ბავშვი დაკარგულია

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც ხადას ხეობაში ტურისტულად იმყოფებოდნენ, ძებნის შემდეგ, გარდაცვლილები იპოვეს. მათი მცირეწლოვანი შვილი კი ამ დრომდე იძებნება.

შსს-ს ინფორმაციით, ტურისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს მიიღეს. შეტყობინებაში საუბარი იყო საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომობილი და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომობილიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.  ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტი – მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს“ – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები