“ჯერჯერობით ვაქცინა არ არის და 1 წელი არც იქნება” – ამირან გამყრელიძე

“ვაქცინა კიდევ ერთი წელი არ იქნება, ჯერჯერობით პირდაპირი დანიშნულების პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს უშუალოდ კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემოდგომაზე ის უკვე საზოგადოების ხელში იქნება და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ ინფექციის ტალღებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„გთხოვთ, ექიმებს ანგარიში კიდევ ერთხელ გაგვიწიეთ, რომ ჩვენ დავიცვათ ისევ და ისევ თქვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების, მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ყველა რეკომენდაციას და შეზღუდვას გავითვალისწინებთ, საქართველო ამ პანდემიისგან ძალიან ნაკლები დაზიანებით გამოვა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის.

„მადლობა საქართველოს მოსახლეობის, მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მთლიანად, მედპერსონალის სახელით ყველას, ვინც გაითვალისწინა და ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რასაც დღეს საქართველოს სახელმწიფო, სამედიცინო სექტორი იძლევა ჩვენი მოსახლეობისადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები