“სლოგანი “დავრჩეთ სახლში” ძალაშია” – ამირან გამყრელიძე

“აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველ კვირებში მოსალოდნელია, იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული სლოგანი “დავრჩეთ სახლში” კვლავ ძალაშია.

„ჩვენთან პირველი შემთხვევა 26 თებერვალს და 22 მარტს უკვე დაგვიფიქსირდა შიდა გავრცელების შემთხვევა, როცა ჩვენ უკვე ვეღარ გავედით პირველწყაროზე. შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6-დან და მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე კრიტიკულად. დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში. აპრილის ბოლო კვირას და მაისის პირველი კვირებში შეიძლება იყოს შემთხვევების ზრდა. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მთავარი სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ ძალაშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები