მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა გრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 23 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

კორონავიურსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტს ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა, თუმცა 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართავდა. თუმცა, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდეს.

მსგავსი თემები