“აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები – განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი” – ანდრია ჯაღმაიძე

“აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც დეკანოზი აცხადებს, განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი.

„ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“ – წერს დეკანოზი.

მსგავსი თემები