ფოთის ცხელების კლინიკაში, მოთავსებულ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ცხელების კლინიკაში, მოთავსებულ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. შეგახსენებთ, რომ მათ შორის ორი, აფხაზეთის მაცხოვრებელია, რომლებიც მწვავე რესპირატორული სიმპტომებით 112-მა, განმუხურის საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანა.

ამჯერად ცხელების კლინიკაში, საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი იმყოფება:
51 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 25 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ორივე კორონავირუსზე ხვალ დილით დაიტესტება.

მსგავსი თემები