ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ​კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს სავარაუდოდ ორი პაციენტი გაეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს გამოჯანმრთელებაზე უკვე ჩაუტარდათ განმეორებითი ტესტები და პასუხები უარყოფითია.

კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი პაციენტი გუშინ მიიღეს. ახალგაზრდა მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კარანტინიდან არის გადაყვანილი.

პაციენტებს შორის ოთხი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სულ ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები