“მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო, თორემ ახლა სერიოზული პიკი გვექნებოდა” – მარინა ენდელაძე

“მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, თორემ ახლა სერიოზული პიკი გვექნებოდა”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ საკითხს შეგნებულად მიუდგა და უმეტესობა მართლაც სახლში დარჩა.

„ამიტომ არის, რომ ეს ორი-სამი დღე არ არის დიდი მატება, როცა ამ პერიოდისათვის თუ არ იქნებოდა ყველა რეკომენდაცია დაცული, რა თქმა უნდა, დაიწყებოდა პიკის მონაცემები. პიკის განსაზღვრა ასე ადვილი არ არის, ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული – მგონია, რომ აღდგომის დღეები კარგად გადავაგორეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები