“კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა” – იტალიის პრემიერი

“კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა”, – ამის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ჯუზეპე კონტეს თქმით, ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა აღიარა და ბოდიში მოიხადა, რასაც იტალიის მეთაური დადებითად აფასებს.

“კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა. ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შოკი გველოდება. ევროპამ ამ გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გასცეს. ეს შესაძლებელი თუ ევროპა გამოიჩენს სიმამაცეს,” – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტემ.

მსგავსი თემები