უეფა მზად არის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩაატაროს

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერნმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის მატჩების მაყურებლების გარეშე ჩასატარებლად, თუ ეს ნაბიჯი დაეხმარება საფეხბურთო ტურნირების უახლოეს მომავალში განახლებას.

„პრიორიტეტი გახლავთ გულშემატკივრების, მოთამაშეებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობა, – განაცხადა ჩეფერინმა. – მე ოპტიმისტი ვარ, მიმაჩნია, რომ არსებობს ვარიანტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვაახლოთ ჩემპიონატები და თასის გათამაშებები და დავასრულოთ ისინი. შესაძლოა, მოგვიწიოს მაყურებლების გარეშე თამაში, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარია, მატჩების ჩატარება. დღევანდელ მძიმე დროში, ეს ადამიანებს სიხარულსა და იმედის გრძნობას მოუტანს, თუნდაც ფეხბურთი მარტო ტელევიზორში იყოს.

ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ვერ შევძლებთ სეზონის დასრულებას. ეფექტი შეიძლება საშინელი აღმოჩნდეს კლუბებისთვის და ლიგებისთვის. ჩვენ შევძლებთ დასრულებას, მაგრამ ჯერ უნდა დაველოდოთ მთავრობების გადაწყვეტილებებსა და თამაშზე უფლების მიღებას”.

მსგავსი თემები