წყალდიდობის პიკი წლეულს ცოტა ადრე დადგა, რაც გამოიწვია დათბობამ – მერაბ ალავერდაშვილი

თსუ-ს სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი  მერაბ ალავერდაშვილი, აცხადებს, რომ წყალდიდობის მაქსიმალური პიკი არის ივლის-აგვისტოში. მდინარე ნენსკრას ჩამონადენი წყალი ამაში 50% -ია. წელს წყალდიდობის პიკი ცოტა ადრე დადგა, რაც გამოიწვია დათბობამ. ამას თან მოჰყვა მყინვარების ინტენსიური დნობა. მყინვარის დნობას თან დაერთო ინტენსიური წვიმები, ის აძლიერებს მდინარის მაქსიმალურ ხარჯს, რაც სახეზეა მდინარე ნენსკრას შემთხვევაში.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” მერაბ ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მდინარე ნენსკრა მდინარე ენგურის ერთ-ერთი ძირითადი შენაკადია, მისი წყალშემკრები აუზის ფართობი 623 კვ/კმ-ია, 42 კმ -ი. ხასიათდება წყლის დიდი ვარდნით – 2020 მეტრი, მისი დახრილობაა 48, 1 პრომილი.

“შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ თუ რა სიჩქარის და სიძლიერის არის ეს მდინარე. ​მისი საშუალო მრავალწიური ხარჯი, წყლიანობა არის 35 მეტრკუბი წამში. მდინარე ენგურის საშუალო წლიური ხარჯი არის 173 მეტრკუბი წამში, ენგურის წყლიანობაში საკმაოდ დიდი მდინარე ნენსკრას წილი, მისი ჩამონადენი 20 – 23%-ს შეადგენს”, – აცხადებს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი.

​მისივე თქმით, ​ძირითადად მყინვარული მდინარეა ენგურიც და მისი შენაკადებიც. კავკასიონის სამხრეთ ფერდობიდან წამოსული მდინარეები, ძირითადად მყინვარული საზრდოობისაა, მათი ჩამონადენი ძირითადად ყალიბდება აპრილიდან აგვისტომდე. წყალდიდობაც ამ შუალედში ხდება.

“მდინარე ნენსკრას მთლიანი წლიური ჩამონადენი 73 %-ია. მაგრამ წყალდიდობის მაქსიმალური პიკი არის ივლის-აგვისტოში. მდინარე ნენსკრას ჩამონადენი ამაში 50% -ია. ჩვენ ვართ წყალდიდობის პერიოდში. პიკი ცოტა ადრე დადგა, ეს გამოიწვია დათბობამ. ამას თან მოჰყვა მყინვარების ინტენსიური დნობა. ხდება ხოლმე მყინვარის ენის მოწყვეტა და მყინვარული წარმონაქმი პატარა ტბების გადმოხეთქვა. აქ კიდევ ერთ-ერთი ფაქტორია შეგუბება. 2 -ჯერ ვარ ნამყოფი ნენსკრას ხეობაში, გაკვირვებული დავბრუნდი, ყოველ 500 მეტრში არის ხე-ტყის საწარმოები. ხდება ფერდობების გაშიშვლება და წყლების სწრაფი ჩადინება მდინარეში, ხდება ფერდობების დამძიმება და მისი მოწყვეტა, რაც ამ შემთხვევაში მოხდა კიდეც ერთ ნაწილში. მოწყდა ფერდი და მან ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე ჰოკრილას ნაწილი და მივიღეთ დიდი ტალღა. შეტბორვის შედეგად გამოწვეული ტალღა დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ რაც მესიის მუნიციპალიტეტში ხდება, როცა 2 დღის განმავლობაში გრძელდება მაღალწყლიანობა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გეოლოგიურ ფაქტორს ნაკლები გავლენა ჰქონდა სტიქიაზე, ძირითადი მიზეზია წყლიანობა. მდინარის დონის მომატება დამახასიათებელია მყინვარული მდინარეებისთვის, დილით იწყება მყინვარის დნობა, ხოლო დაახლოებით 3-4 საათისთვის მდინარის დონის მატება იწყება ღამის 8-9 საათამდე”, – განმარტავს მერაბ ალავერდაშვილი.

 

მსგავსი თემები