გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 110 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 110 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიაში იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 1775 შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 141 672 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4404 ადამიანი.

მსგავსი თემები