ჩინეთში ბოლო სამი დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ქვეყნის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი დღეა, ჩინეთში არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან რვა იმპორტირებულია.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ჩინეთში 49 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 82 747 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 632 ადამიანი.

მსგავსი თემები