“აპრილის ბოლომდე ინფიცირებულთა რაოდენობა თუ 1000-ს არ გადააჭარბებს, კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება იქნება” – აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მკვლევარის აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თვის ბოლოსთვის 1000-ს არ გადააჭარბებს, შესაძლოა მოვლენები ნაკლები დრამატულობით წარიმართოს.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, აღდგომის ღამეს მრევლის ნაწილმა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

“ძალიან ბევრმა კეთილგონიერება, სიყვარული და მოყვასი აირჩია და შესაბამისად, ვხედავდით, რომ იქ ვინც მივიდა ის მრევლიც საკმაოდ მოწესრიგებულად ცდილობდა რეკომენდაციების დაცვას.

აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება. ამავე პერიოდში დავინახავთ, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ეპიდემიოლოგიური კუთხით მოხდა თუ არა,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი თემები