“დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა გუშინ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

„რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო ვთქვათ თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა, მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს. დამშვიდების საფუძველს ჩვენ არაფერი გვაძლევს. ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების ზრდა კვლავ მოსალოდნელია და თუ რა როლი ითამაშა შეზღუდვების განხორციელებამ, თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდვების შეუსრულებლობამ, ეს დაახლოებით 10 დღის შემდეგ გამოჩნდება.

„დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ.

დიახ, რისკი ოდნავ შეიძლება ნაკლები იყოს, ვიდრე ჩვეულებრივად რომ მიდიოდნენ ადამიანები ყოველ დღესასწაულზე ტაძრებში, რომ იკრიბებოდა ახლოს, მაგრამ რისკი, რა თქმა უნდა, მაინც მომატებული  არის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამას ჩვენ დავინახავათ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში, ახლა, დღეს ამას ვერ შეაფასებ“ , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი თემები