“საქართველო, ძალიან მიყვარხარ!” – ილია მეორე

“ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში არის აღნიშნული.

„ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულის კარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,- მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, –  სამართალსა, მოკვდავნი, – უკვდავებასა.

დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ:

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! საქართველო, ძალიან მიყვარხარ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II“, – აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

მსგავსი თემები