იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

საქართველოს დროით 14:50 წუთზე იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ისრაელში შესვლა აკრძალული აქვთ, რის გამოც წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაესწრო.

ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმინდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ. სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

მსგავსი თემები