“აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება” – ჯანმოს ხელმძღვანელი

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება აფრიკის კონტინენტზეც. 60%-ით იმატა გარდაცვალების შემთხვევებმაც.

 ტედროს ადჰარნოს თქმით, რეგიონი მძიმე გამოწვევის წინაშეა და მას დროული დახმარება სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია დახმარების სახით მათ  ტესტის ჩხირები გაეგზავნოს.

“ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინფიცირების შემთხვევები 51%-ით გაიზარდა. 60%-ით კი გარდაცვლილთა მაჩვენებელია გაზრდილი. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებლები გაცილებით დიდია. საჭიროა დროული დახმარების გაწევა, პირველ რიგში, მათ უნდა მივაწოდოთ ტესტის ჩხირები. თუ რეგიონში ვირუსის გავრცელების შეჩერებას ერთობლივი ძალებით არ შევეცდებით, COVID-19-ისაფეთქების კიდევ ერთ ძალიან დიდ კერას ვიხილავთ,”- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰარნო.

მსგავსი თემები