მდინარე ნენსკრამ კიდევ ერთი სახლი წაიღო – სტიქია სვანეთში (ვიდეო)

საქართველოს ერთ-ერთ მთიან რეგიონში, კერძოდ, მესიის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ კიდევ ერთი სახლი წაიღო. წყლის ძლიერმა ნაკადმა ადგილობრივი  ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაანგრია. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. იგივე ბედი ემუქრება ცინდელიანების მეზობლებს.

ჭუბერში ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. ჭუბერიდან იმ ოჯახები ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ზონაში ცხოვრობენ ან უსახლკაროდ დარჩნენ.არსებული ინფორმაციით, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე პერიოდულად იკლებს ან იმატებს. ამ დროისთვის, მდინარეში წყლის დონე მომატებული არ არის.სტიქიის ზონაში მიმდინარეობს გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.ამასთან, ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი, რათა ჭუბერის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგეს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.

Posted by პირველი არხი on პარასკევი, 06 ივლისი, 2018

მსგავსი თემები