“რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში მეუფე იაკობს, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, ღმერთმა შეუნდოს, რაც თქვა ჩემზე” – ამირან გამყრელიძე

“რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში მეუფე იაკობს, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, ღმერთმა შეუნდოს, რაც თქვა ჩემზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რა კომენტარი უნდა გავაკეთო ახლა, ამ წითელ პარასკევს. რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, გამაგებინეთ. არ არის სასურველი, აღდგომის დღეებში მე ვუპასუხო მეუფე იაკობს? მეუფე ორჯერ ესწრებოდა ჩემს შეხვედრას საპატრიარქოში პატრიარქთან და ძალიან კარგად იცის ჩემი მოსაზრებები ყველაფერთან დაკავშირებით, რა რეკომენდაციებიც მე მივეცი საპატრიარქოს. არაფერი განსხვავებული არ არის. იგივეა, რასაც მოსახლეობას ვაძლევ რეკომენდაციების სახით. ახლა, მაპატიეთ და, ამ ტიპის გამოხტომაზე და გამოსვლაზე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მეუფეებთან შევიდე დისკუსიაში. მერე თუ დააინტერესებს მეუფეს, ავუხსნი, რატომ ვარ მე მართალი და რატომ ის არ არის ამ შემთხვევაში მართალი. რანაირი ტონი მქონდა, შეიძლება მითხრათ? ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე? ხომ გაქვთ ჩემი გამოსვლების ჩანაწერები? როგორ ფიქრობთ, ვინმეს მივაყენე ან საერთოდ ვაყენებ შეურაცხყოფას?“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა განაცხადა: “პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძისგან არავინ ვართ ისე დავალებული, რომ გვიყვირონ, გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ”.

მსგავსი თემები