განვლილი 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში, Covid-19-ის შედეგად 4 591 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 4 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული აქამდე ყოფილა.

გასული 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში, ახალი კორონავირუსის შედეგად 4 591 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი ამ დროისთვის 32 916 ადამიანს შეადგენს.

The Wall Street Journal წერს, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა ბევრად გადააჭარბა სიკვდილიანობის წინა ანტირეკორდულ მაჩვენებელს, ვინაიდან, მაშინ 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 2 596 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, საერთო ჯამში, აშშ-ში, ახალი კორონავრუსის შედეგად გარდაცვლილია 33 268 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულია 671 ათასზე მეტი.

მსგავსი თემები