„მე და ჩემი კოლეგები მესამე თვეა ვცხოვრობთ კლინიკაში – დარჩით სახლში“ – მარინა ეზუგბაია

  •  

„გუშინ ყველამ მოვისმინეთ, რომ გამკაცრდა შეზღუდვები, რასაც იწვევს ის, რომ შიდა გავრცელება აქტიურ ფაზაში შევიდა“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიამ მოსახლეობას ინფიცირებულთა მდგომარეობა გააცნო და შეზღუდვების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მე და ჩემი კოლეგები მესამე თვეა ვცხოვრობთ კლინიკაში. იმის გამო, რომ შევინარჩუნოთ ზომიერი, კონტროლირებადი მატება გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ჩვენი ცხოვრების წესი არის მხოლოდ სამსახური, ეს შეიძლება იყოს რთული, მაგრამ უნდა შევასრულოთ, ქვეყანა გადავარჩინოთ რყევებისგან და გვქონდეს ნათელი მომავალი. გადავრჩეთ ჩვენს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები