ქვეყანაში კორონავირუსისგან 77 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 77 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 77, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი თემები