“სერიოზული შიდაგავრცელების პროცესი გვაქვს, რაც შესაძლოა, უკონტროლო გახდეს” – ამირან გამყრელიძე

“დღეს ეტაპია ამ გრძელი, სამთვიანი დაუღალავი მუშაობის, საქართველოს სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ამ დრომდე შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ფაზაში შესვლა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სერიოზული შიდაგავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შესაძლოა, უკონტროლო გახდეს. თუ ჩვენ ყველა იმ ღონისძიებას არ შევასრულებთ, ყველა იმ მითითებასა და რეკომენდაციას, რასაც საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თითოეული საღად მოაზროვნე ადამიანი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები