საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები