„ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი დაავადებულები არიან“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ბევრნი არიან, რომლებმაც არ იციან, რომ ისინი ინფიცირებულები არიან.

„ისინი ჩვენს გვერდით არიან, შეიძლება ყველგან შეგვხვდნენ, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი არიან დაავადებულები. დღეს აუცილებელი ხდება კიდევ უფრო მოვერიდოთ ერთმანეთს. ადამიანები უნდა მოერიდონ სხვა ადამიანებს. სხვა გზა არ არის, სხვანაირად ამ დაავადება ვერ დავამარცხებთ. გავითვალისწინოთ რეგულაციები და გადავარჩინოთ  ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“ – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე.  

მსგავსი თემები