82 წლის პაციენტი და ორსულები საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს

“82 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს სახლში გაეწერა”, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ასევე გაეწერენ ორსულები. ერთი წავიდა გუშინ, ერთი – დღეს. ასევე გვყავს სამი ახალშობილი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებების გარეშე.

რაც შეეხება 81 პაციენტს, მათგან 9 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, მათ შორის სამის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია, უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან აღენიშნებათ ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი“, – განაცხადა ლევან რატიანი.

მსგავსი თემები