ბრიტანეთში კორონავირუსს 28 წლის ორსული მედდა ემსხვერპლა, ექიმებმა მისი შვილის გადარჩენა შეძლეს

ლონდონში კორონავირუსით 28 წლის ორსული მედდა მერი აგიაპონგი გარდაიცვალა. მედდას კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ის 7 აპრილს გადაიყვანეს.

ექიმების გადაწყვეტილებით აგიაპონგს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელი, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ახალშობილს კორონავირუსი.

როგორც ეროვნული ჯანდაცვის სერვისი იუწყება, მერის კოვიდ-19 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გადაედო და არა საავადმყოფოში მუშაობისას.

მერი აგიაპონგი ხუთი წლის განმავლობაში ლუტონის და დანსტებლის საუნივერსისტეტო ჰოსპიტალში მუშაობდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები