ავიამზიდ “შარლ დე გოლის” 668 მეზღვაურს Covid-19 დაუდგინდა

ავიამზიდ “შარლ დე გოლის” 668 მეზღვაურს ახალი კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტირება სულ ჩაუტარდა 1 767 მეზღვაურს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში ტესტების 30%-ის მიღებას ელოდებიან.

რაც შეეხება ავიამზიდ “თეოდორ რუზველტზე” არსებულ ინფიცირებულებს, მათმა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

31 მეზღვაური, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ტულონის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები