„სიგნალი ნამატის არის საგანგაშო“ – პაატა ჟორჟოლიანი

„მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე უნდა ველოდეთ მატებას, შიდა გადაცემის დროს შესაძლოა უკონტროლოდ გაიზარდოს რიცხვი მატების“ – ამის შესახებ  „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ჟორჟოლიანი საგანგაშოს უწოდებს ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის მატებას და პრევენციად კვლავ რეკომენდაციების დაცვას თვლის. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს:

„მიუხედავად ქვეყანაში ჩატარებული ყველა ღონისძიებისა ვგრძნობთ, რომ რეკომენდაციები არ სრულდება, მოსახლეობის დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ხალხი მოდუნდა და არის თავისუფალი გადაადგილება. ვერცერთი უწყება ვერ შეძლებს ეს გააკონტროლოს თუ საზოგადოებამ არ გაიტავისა, რაც ხდება. მედიკოსები მზად არიან დახმარება გაუწიონ პაციენტებს, მაგრამ თუ მოსახლეობამ არ შეუწყო ხელი ვერ გავაკონტროლებთ.

მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე უნდა ველოდეთ მატებას, შიდა გადაცემის დროს შესაძლოა უკონტროლოდ გაიზარდოს რიცხვი მატების. ეს არ მძვინვარებს ბავშვებში და ორსულებში ისე, როგორც ასაკოვან ადამიანებში, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების მიზეზს, არც პანიკაში არ უნდა ვიყვოთ და არც უნდა მოვდუნდეთ, უნდა დავიცვათ ზომიერება. მატების სიგნალი არის საგანგაშო.“ – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები