“ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს შევიკავოთ თავი ამ ტრადიციისგან” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას სასაფლაოზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის გავრცელების მასობრივი პიკი აიცილოს თავიდან.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის დროს ყველას გვინდა ჩვენს მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა. ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს შევიკავოთ თავი ამ ტრადიციისგან. იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში, როცა საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. წელს ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ გართულდება ტრანსპორტის მოძრაობა. ეს რეკომენდაციაც იყო გაჟღერებული დღეს, ვფიქრობ. ამიტომ, ამ 2 კვირის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ აპრილის ბოლოს – მაისის პირველ დეკადაში. და თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები