“დღეში რამდენჯერმე, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეოროთ, რომ საფრთხე რეალურია” – ნინო ლომჯარია დაავადებათა კონტროლის ცენტრს

„ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა!”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. 

“ისინი უნდა დადგნენ დღეს გავლენებისა და პოლიტიკის მიღმა, მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ, რომ პრობლემა თბილისიდან გასვლა, ან 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი არ არის, საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტაქტი – სამძიმარზე მისვლა, მეგობართან სტუმრობა, მეზობელთან ყავის დალევა, დეიდა-ბიცოლასთან სააღდგომოდ პასკის საჭმელად გადასვლა, ეკლესიებში თუ სასაფლაოზე მოქალაქეთა ერთად ყოფნა! მუდმივად, დღეში რამდენჯერმე, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეოროთ, რომ საფრთხე რეალურია და ახლოსაა!“, – წერს ლომჯარია.

ლომჯარიას მიმართვით ადრესატები ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე არიან.

მსგავსი თემები