საგანგებო მდგომარეობისას გამონაკლისების დასაშვებად მოსახლეობამ ცხელ ხაზზე – 144-ზე უნდა დარეკოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების მიუხედავად, დაშვებული იქნება გამონაკლისები, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობამ უნდა მიმართოს ცხელ ხაზს – 144-ს. 

„საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 15 აპრილის 21:00 საათიდან სრულად შეიზღუდება ყველა სახის შესვლა და გამოსვლა ყველა სახის ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, აქ გარკვეული გამონაკლისები იქნება, რომლის დასაკმაყოფილებლად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ცხელ ხაზს – 144-ს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები