“ვირუსთან ერთად ცხოვრებას და შრომას უნდა შევეჩვიოთ” – გიორგი გახარია

“ვერც ერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაც კი, დღეს ზუსტად ვერ აკეთებენ პროგნოზს, როდის იქნება გავრცელების პიკი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის პირდაპირი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა ეს შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ქვეყანაში გახანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე. 4 დიდი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღის განმავლობაში დაიკეტება.

მსგავსი თემები