ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ცეცხლის ღია კერები ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრეები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ, რათა ხანძარი ხელახალ არ გავრცელდეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ხანძარი ლიკვიდაციის მიზნით ჩერნობილის აკრძალულ ზონაში 500 ტონა წყალი გამოიყენეს. ცეცხლის ჩაქრობას ხელი წვიმამაც შეუწყო.

შეგახსნებთ, რომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ცეცხლი რადიოაქტიური ნივთიერებების საცავს უახლოვდებოდა.

მსგავსი თემები