ხოვლეში ინფიცირებული კაცი, რომელიც საპატრიარქოს დაცვის წევრია, აცხადებს, რომ მისი ინფიცირების წყარო ცნობილია არ არის

საპატრიარქოს დაცვის წევრისთვის გაუგებარია საიდან დაინფიცირდა. ხოვლეში მცხოვრებმა მამაკაცი საპატრიარქოში დაინფიცირებას გამორიცხავს:

„ჩემი ინფიცირების წყარო არ ვიცი, საპატრიარქოში 2 დღის წინ ვიყავი, უფრო ხშირად სოფელში ვარ.

საპატრიარქოში დაინფიცირებას გამოვრიცხავ, რადგან იქ ვინც შედის, სიცხეს უზომავენ, იქაც კარანტინია და ბევრი ხალხი არ შედის და არც ჩვენ გვაქვს ბევრ ხალხთან ურთიერთობა.

მე ვვარაუდობ, რომ ჩემი ინფიცირება რაიონში, მაღაზიაში ან აფთიაქში მოხდა“, – აცხადებს ინფიცირებული.

მისივე თქმით, კონტაქტების წრე დიდია, მაგრამ მათ შორის სასულიერო პირები არ არიან.

მსგავსი თემები