“საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობა მაღალია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობა მაღალია.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ლომიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ გამორიცხა.

„თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება იქნება და სავარაუდოდ ამის ალბათობა მაღალია, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთავრობის წარმომადგენელი მოვა და მოხსენებას წარადგენს. გთხოვთ, კითხვები მოინიშნოთ. საინტერესო განხილვა იქნება, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – მიმართა ლომიას თალაკვაძემ.

მსგავსი თემები