საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარი გადასცემს.
უმუშევრად დარჩენილების დახმარების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ თემაზე განცხადება ხვალ გაკეთდება.