ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი მცირეწლოვანია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. მათ შორის ორი მცირეწლოვანია – ერთ წლამდე და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, სამ წლამდე ბავშვს, ასევე ერთ წლამდე ბავშვს დედასთან ერთად თბილისში გადაიყვანენ, ხოლო დანარჩენი ორი პირი ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში მოთავსდება. ინფიცირებულები ორი ოჯახის წევრები არიან სოფელ ლეღვადან.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეს ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 28 პირის ანალიზის პასუხს ელოდნენ, რომელთაგან აღნიშნული ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი თემები