ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო ჯამში თბილისის ინფექციურში კოვიდ19-სგან 45 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი უკვე – 68.

„ერთ პაციენტთან დღეს განმეორებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან,  ეზუგბაია ამბობს, რომ დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ისევ 266-ს შეადგენს.

მსგავსი თემები