რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება ექიმის ხალათით „შემოსეს“ (ვიდეო)

კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად, რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება ექიმის ხალათით „შემოსეს“. 

ქრისტეს ქანდაკებაზე ჯერ თეთრი ხალათი გამოჩნდა, შემდეგ ფონენდოსკოპი, ხოლო ქანდაკების ქვედა ნაწილში კი სხვადასხვა ენებზე სამადლობელი სიტყვები გამოჩნდა.

ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 22 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 223 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები